ფოთში ურანის 2 მილიონ დოლარად გასაღების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ბრალდებული ფოთში ურანის გაყიდვას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა.

„რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.