პოლონეთის ქალაქ ბიტომში, ღია საცურაო აუზზე საქართველოს მოქალაქე 18-დან 55 წლამდე ასაკის ოთხი მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც ისინი არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
შაბათს, 15 ივლისს მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება ქალაქის მერიამ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ღია საცურაო აუზის უსაფრთხოების სამსახურმა ორი შეტყობინება მიიღო - ორი ბიჭისგან და გოგონას დედისგან. მერიის ინფორმაციით, გოგონამ დედას უთხრა, რომ 50 წლის კაცი ავიწროებდა. მამაკაცი წყალში თამაშის დროს იგივე ქმედების განხორციელებაში დაადანაშაულეს ბიჭებმაც.
„დაცვის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერივნენ და მამაკაცი და მისი სამი მეგობარი აუზიდან პოლიციაში წაიყვანეს. დაკავების დამკვირვებელთა ნაწილის აგრესიული ქცევის გამო პოლიციას ფარებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. დაკავებული 18-დან 55 წლამდე მამაკაცები საქართველოს მოქალაქეები არიან“, - განაცხადეს მერიაში.
პოლიციამ ვიდეოჩანაწერები ამოიღო და გამოძიება მიმდინარეობს. მათ ბრალს დღეს, 17 ივლისს წარუდგენენ.
„რასისტული და ქსენოფობიური ქცევის მონიტორინგის ცენტრი“ დაკავების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაცია წერს, პოლიციის თანამშრომლები არაოფიციალურად აცხადებენ, რომ კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში პედოფილური ქმედებები არ დაფიქსირებულა.
