პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (TVP) ბაზაზე ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური - „VT Sakartvelo News“ შეიქმნა. პროექტის მთავარი მიზანია ევროპული პერსპექტივის გაშუქება, აუდიტორიისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება და რეგიონში რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
„VT Sakartvelo News“-ის საინფორმაციო გამოშვება 27 აპრილიდან ვარშავის სტუდიიდან გადის ეთერში. პროგრამა მომზადდება ყოველ სამუშაო დღეს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. გადაცემაზე ქართველი ჟურნალისტები: ნათია კობერიძე, რატი მუჯირი და სოფიო ნაცვლიშვილი მუშაობენ.
„ეს იქნება განსაკუთრებული, უნიკალური ხმა საქართველოსთვის ევროკავშირიდან. ამ კიდევ ერთი ხიდის გადება არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები საკმაოდ რთულ ფაზაშია“, - აცხადებს ნათია კობერიძე.
პროგრამა 18-წუთიანი იქნება და ყოველ სამუშაო დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე აიტვირთება YouTube არხზე, მოგვიანებით კი ტელეეთერითაც გადაიცემა.
აღნიშნული ინიციატივა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი, არ წარმოადგენს ცალკეულ მოვლენას. ის პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საზღვარგარეთის მედიაცენტრის პროექტის - „Vot Tak“-ის ნაწილია.
2026 წლის დასაწყისში ამავე პროექტის ფარგლებში უკვე ჩაეშვა მსგავსი რუმინულენოვანი (VT Moldova News) და სომხურენოვანი (VT Hayastan News) სერვისები.
„ჩვენ ვქმნით სერვისებს, რომელთა მისიაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცება და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ არ ვიკავებთ მხარეს იმ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ დავებში, რომლებზეც ჩვენი პროგრამებია მიმართული. ამ რთულ სიტუაციაში სანდოობა, ინფორმაციის თავისუფლება და ობიექტურობა უმნიშვნელოვანესია“, - ამბობს იერჟი სალოდკი, „Vot Tak“-ის რედაქციის ხელმძღვანელი.
TVP-ის საზღვარგარეთის მედიაცენტრი ენობრივი სერვისების სწრაფად გაფართოებას და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის მოცვას გეგმავს.
