ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში პოლიციელების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები არიან 2001 წელს დაბადებული ნ.შ. და წარსულში ნასამართლევი პირები - 1990 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
როგოც შსს-ში განაცხადეს, 27 იანვარს, პოლიციელებმა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, აღნიშნული პირები გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა.
„ძალადობრივი ქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მიმართ ჯგუფურ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ამ თემაზე:
პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
