გამთენიისას პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე ათი ადამიანი, მათ შორის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ვიდრე აქციის დარბევა დაიწყებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მომიტინგეებს 15-წუთიან ვადას აძლევდნენ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასობით თანამშრომელი.
„ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს შეკრება/მანიფესტაცია, რომლის ფარგლებშიც სრულად დაკავებულია ტრანსპორტის სავალი ნაწილი და განთავსებულია სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები გზის ხელოვნურად ბლოკირების მიზნით. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს ავტოსაგზაო მოძრაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას. საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ შეკრების მონაწილეებს საკმარისად მიეცათ დრო, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეფიქსირებინათ პროტესტი“, - აცხადებდა შსს.
მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძის გამზირი საპოლიცო ძალებმა დაიკავეს, მომიტინგეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც მათი დაკავება გაგრძელდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ მედიასთან განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხეს.
