შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკოტიკების რეალიზაციისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, ფოტოებს უღებდნენ, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.
„სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტოში.
უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული სხვა პირების პირადი,~ ავტომანქანების, სახლებისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“, „პრეგაბალინი“, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „ფენტანილი“, „ტრამადოლი“, „პსილოცინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი. ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, მცირე ზომის სასწორები და წებოვანი ლენტები.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
