რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვის საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენას არ ცდილობს და ამის არც შესაძლებლობა აქვს. მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც, როდესაც „ევრონიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „არსებითად რუსულ მხარეს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევნებზე“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
„ჩვენ არანაირად არ ვცდილობთ და არ მგონია, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, გავლენა მოვახდინოთ სიტუაციის განვითარებაზე, საარჩევნო პროცესებზე ამ ქვეყნებში. არანაირად არ ვახდენთ გავლენას და არ ვერევით საქართველოს საქმეებში, ქართველების საქმეა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება“, - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამავე დროს, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი საქართველოში „დასავლეთის მხრიდან ჩარევის უპრეცედენტო მცდელობებს“ ხედავს.
„ისინი არა მხოლოდ ცდილობენ, ხელები გადაუგრიხონ თბილისს, ფაქტობრივად ცდილობენ პირობები უკარნახონ. აქ, რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ ითმენს ამაყი ქართველი ხალხი ისეთ ულტიმატუმებს, რომლებიც ყოველდღიურად ცვივა მათი მიმართულებით.
რაც შეეხება მოლდოვას, აქაც ჩვენი მხრიდან არანაირი ჩარევა არ ყოფილა, თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა რეფერენდუმის დროს ხმების დათვლის დინამიკაში რთულად ასახსნელი ცვლილებები“, - თქვა კრემლის წარმომადგენელმა.
საპარლამენტო არჩევნების წინ „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქარტველოში რუსეთის გავლენები არ არსებობს: „შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში. ცნობილია, რომ აქ არ არიან პოლიტიკური პარტიები, სადაც ისინი შეძლებდნენ თავიანთი გავლენის გამოყენებას ან არ არის მათი გავლენის მქონე გავლენიანი მედია არხები. ამიტომაც, რუსულ მხარეს არსებითად არ შეუძლია გავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევნებზე“.
რაც შეეხება მოლდოვას, რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები და მის პარალელურად ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერნდუმი 20 ოქტომბერს ჩატარდა. ამომრჩეველთა ნახევარზე ოდნავ მეტმა, 50.35%-მა ევროინტეგრაციას დაუჭირა მხარი, ხოლო 49.65%-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მოქმედმა პრეზიდენტმა მარია სანდუმ, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა „ეროვნული ინტერესებისადმი მტრულ უცხო ძალებთან მომუშავე კრიმინალური ჯგუფები“ და თქვა, რომ ისინი 300 000 ხმის მოსყიდვას ისახავდნენ მიზნად.
