პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე ექიმს, გიორგი ახობაძეს, ფეისბუქპოსტის გამო, სადაც ის „ნარკოტიკების ჩამდებ“ პოლიციელებს აგინებდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
პროსამთავრობო ტელეარხის, „იმედის“ ცნობით, სასამართლომ დღეს ორი ადმინისტრაციული საქმე განიხილა - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გარდა, ახობაძემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც მის წინააღმდეგ დასრულებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამოღებული მობილური ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა.
„მაშინ როცა ნარკოტიკი ჩამიდეს და ტელეფონი ჩამომართვეს ექსპერტიზისთვის, მორჩა ეს საქმე და აღარაფერი ამ საქმეს არ სჭირდება. ჩემს ადვოკატებთან გავიარე კონსულტაცია, რომ ჩემი ნივთები უნდა დამიბრუნონ. მოვითხოვე ჩემი ნივთის დაბრუნება, დავწერე განცხადება, არავინ შემხმიანებია 3 კვირის განმავლობაში, დავრეკე კანცელარიაში, სადაც ეს წერილი დავტოვე და მოვიკითხე რა ხდება-მეთქი. თვითონ დაგირეკავსო გამომძიებელი. არ დამირეკა. მერე კიდევ დავრეკე, კიდევ არ დამირეკა... ავდექი და გამომძიებელი ვინც იყო, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი - ჩამდები ძაღლი, იმის ნომერი გავარკვიე და დავურეკე: გრიგოლ, როგორ დავიბრუნო ჩემი ტელეფონი-მეთქი. თავიდან თითქოს ვერ გამიხსენა და მერე გავახსენე 11-ვე ცრუ მოწმე, ჩამდები ძაღლები, ვინც ჩემს საქმეში ფიგურირებენ - 1 ტონა ნარკოტიკი რომ ჩამიდეთ, ეგ გიორგი ახობაძე ვარ, ჩემი ტელეფონი როგორ დავიბრუნო-მეთქი... მე იქ აღარ ვმუშაობო. ვუთხარი, კარგი მაშინ, მე შენთან მაინტერესებს ერთი რაღაც - მეთანხმები, რომ ყველა ჩამდები პოლიციელის დედა მოვ**ან? მერე მეორეჯერ გავუმეორე - კარგი შენ თუ არ მეთანხმები, მაშინ მე გეტყვი, რომ ყველა ჩამდები პოლიციელის დედა მოვ**ან-მეთქი. ეს მოხდა სატელეფონო საუბრისას და მერე ეს ყველაფერი მოვყევი Facebook-პოსტში... აი, ეს იყო... კიდევ გავუმეორებ და სანამ ციხეში ვიქნები, ჩემი Facebook-იც გაუმეორებთ. მე არ გავჩერდები“, - ამბობს გიორგი ახობაძე „ტვ პირველთან“.
მანამდე, 2026 წლის 8 ივლისს, გიორგი ახობაძე 3 000 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველო მას „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ორგანიზაციის, „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ვატო შაქარაშვილისთვის ფეისბუქზე შეურაცხყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ედავებოდა.
ახობაძემ კომენტარით „შენი რუსი დდ**შვც“ უპასუხა პოსტს, სადაც შაქარაშვილი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის ზიანის მომტანია.
ცნობისთვის, გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა, რაც 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ახობაძე ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული ინსულტიანი დედის ერთადერთი მომვლელი იყო. წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა. 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
