რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევმა ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში. პროპაგანდისტული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ „სწორედ ამერიკელებმა დააორგანიზეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია.
სწორედ ამერიკელებმა დააორგანიზეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა.
მგონია, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებსთვის ფასს საკუთარი ტანჯვით იხდის“, - განაცხადა პატრუშევმა Izvestia-სთან ინტერვიუში.
13 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოში „სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო“. მომდევნო დღეს ეს სიტყვები გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ გაეროში გამართულ ბრიფინგზე მოიშველია.
საქართველოს მმართველი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აანონსებს საჯარო სამართლებრივი პროცესის გამართვას, სადაც მოსარჩელე მხარე თავად იქნება და „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“.
