სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ, 8 ოქტომბერს, თბილისში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო გახდეს მოლაპარაკების პლატფორმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პრინციპები დაფიქსირდა ევროკავშირის პლატფორმაზე, ჩვენი და ევროკავშირის ხედვებით. ახლა გასაგებია, რომ ბრიუსელში, როცა შევხვდებით, საუბარი ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, არ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. სომხეთის რესპუბლიკამ მიიღო და სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო. ახლა კი, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ბრიუსელში შეხვედრის საკითხს, სადაც, ფაქტობრივად, გვაქვს ხაზგასმული ჩარჩო და როდესაც აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, ჩვენ მიერ შეიძლება განიმარტოს, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება სურს“, - განაცხადა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ღრმავდება შეშფოთება, რომ ამ პროცესის ფარული გეგმა შეიძლება იყოს ის, რომ ეს ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციით დასრულდეს.
„ჩვენ არავითარი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ იმ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გამოგვყავს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობა „ყველაზე სწორი არჩევანია“ და თუ სომხეთი დასთანხმდება, „აზერბაიჯანი მყისიერად დაიწყებს ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში“.
„საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. გასულ თვეს აღვადგინეთ მთელი ქვეყნის სუვერენიტეტი და დღეს ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით“,- აღნიშნა ალიევმა.
