პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ათასობით მოქალაქე „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების მიღებას აპროტესტებს, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაშავებულები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც პოლიციამ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
„პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამასთანავე, შეკრებილების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს, მათ შორის, სამართალდამცველთა მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლას. აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, დაზიანდა საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობა“, - განაცხადეს შსს-ში.
საპროტესტო აქციაზე ვითარება პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემდეგ დაიძაბა.
გუშინ, 6 მარტს, მას შემდეგ, რაც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინირაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს განიხილავდნენ, თუმცა დღევანდელ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ. მდინარაძის ამ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებს, რომლებიც „აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ექნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც.
ბოლო დღეებია, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წევრები, კანონპროექტების წინააღმდეგ, პარლამენტთან აქციებს მართავენ. საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტებზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.
ამ თემაზე:
დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა - აშშ-ის საელჩო
„აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს Human Rights Watch და Amnesty International აკრიტიკებენ
