პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც პარლამენტის სასახლეში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება იქნება სავალდებულო. ამასთან, რამდენიმე სახის აკრძალვა შემოდის. ბრძანება მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან ამოქმედდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„როგორც აქამდე, პარლამენტის წევრებს, ასევე, აპარატის შესაბამის წევრებს, ვისაც საშვის დაშვების უფლება აქვთ, ისინი კვლავ დაუშვებენ საშვებს. საშვთა ბიურო იმუშავებს 9 საათამდე, ნაცვლად 7 საათისა. ასევე, შემოდის საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითების ვალდებულება - კერძოდ, შეხვედრა თუ ღონისძიება. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც საშვი იყო დაშვებული ადამიანის მიერ არა იმისთვის, რომ მასთან მიდიოდა ვიზიტორი, არამედ სხვა ღონისძიებაზე ან სხვა ადამიანთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი დაცული იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ახალი რეგულაციების მიხედვით:
- პარლამენტის სასახლის ვიზიტორი ვალდებულია სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს პარლამენტის საქმიანობას და პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას.
- ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლის ტერიტორიაზე ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, ასევე შენობაში სადემონსტრაციო მასალის (პლაკატების, ბანერების, წარწერების და ა.შ.) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.
- ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრული სივრცეებში, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.
- პარლამენტის სასახლის ვიზიტორი ვალდებულია ატაროს ჩაცმულობა სამუშაო გარემოს შესაბამისად. ვიზიტორი ვალდებულია ვიზიტის მიზნის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საშვის მოქმედების დღის 24:00 საათისა, დატოვოს პარლამენტის სასახლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპარლამენტო ღონისძიება, რომელსაც ისინი ესწრებიან, გრძელდება აღნიშნული დროის მიღმა.
პარლამენტის ვიზიტორები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის და პარლამენტის მანდატურის მითითებებს.
მანდატური უფლებამოსილია, წესების დარღვევის შემთხვევაში მოსთხოვოს პირს დარღვევის შეწყვეტა, ხოლო მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოთხოვოს პირს პარლამენტის სასახლის დატოვება.
პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია, წესების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს პრევენციულ ღონისძიებას, დარღევის სიმძიმის და დარღვევის გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე და ვიზიტორს შეუზღუდოს პარლამენტის შენობაში შესვლა ერთ წლამდე ვადით.
