საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
„პარლამენტი უკვე ხვალ ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ ხუთ წლით იყოს არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნება“ მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას დღეს, 25 ნოემბერს აპირებს. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ბარიერი გადალახეს და 150 მანდატიდან 61 მოპოვეს, პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის პირველი სხდომა არაკონსტიტუციურია: „1. მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ შეარყია მისი ლეგიტიმაცია; 2. უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს შემცვლელად; 3. ჩემი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესშია“, - დაწერა ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, პირდაპირი წესით, საყოველთაო არჩევნებით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. მეექვსე პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. არჩევნები პარლამენტში გაიმართება. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს.
