„ამბობენ ტყუილებს, თითქოს, სიას ჩახსნიან და პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური. ძალიანაც კარგად იქნება ლეგიტიმური. პარლამენტი იკრიბება და 76 ხმით ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას... უმრავლესობა შემდგარია, საქართველოს მოქალაქეებმა ჩამოაყალიბეს საპარლამენტო უმრავლესობა“, - განაცხადა მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
პაპუაშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი ერგება.
„როგორც 2020 წელს, ასე შეიკრიბება საქართველოს პარლამენტი, ცნობს პარლამენტის უფლებამოსილებას, გააგრძელებს მუშაობას და ოპოზიცია, როგორც მაშინ პუფებივით შემოვიდნენ პარლამენტში, ზუსტად ასე პუფებივით დალაგდებიან და ადრე თუ გვიან, შემოვლენ. ეს კინო ხომ ნანახი აქვს ქართველ ხალხს? ერთადერთი, რაც ახლა მათმა ქმედებებმა შეიძლება მოიტანოს, არის კვლავ მღელვარება, მათი მხრიდან ძალადობა.
2020 წლის პარლამენტმა იმუშავა იმ პირობებში, როდესაც მისი სხდომების ნახევარზე ოპოზიცია საერთოდ არ იყო წარმოდგენილი - თავიდან საბოტაჟში იყო, მერე ბოიკოტში. საქართველოს პარლამენტმა იმდენად კარგად იმუშავა, რომ ჩვენ დღეს ვართ ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდით მთლიანად ევროპაში და ყველა მიმართულებით ვართ ლიდერი. ასე რომ, პირიქით, თუ არ შემოვლენ უფრო კარგი, უფრო მშვიდი და საქმიანი გარემო იქნება საქართველოს პარლამენტში და კონცენტრირებული ვიქნებით საქმეზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს კონსტიტიციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 დეპუტატი). პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 დეპუტატის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით (დათვლილია უბნების 99.968%), საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.92% მიიღო. საარჩევნო ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა: „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11.037%; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 10.164%; „ძლიერი საქართველო“ – 8.814%; „გახარია საქართველოსთვის“ – 7.771%. არჩევნების ოფიციალური შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები და ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და „რუსული სპეცოპერაცია“ ჩატარდა. მან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარტნიორებს მოუწოდა, მოსახლეობის გვერდით დადგნენ.
