„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით არ მოითხოვს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მისი საქმიანობის აკრძალვას. ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„მათ მიმართ ჩვენი მოთხოვნა ორ კრიტერიუმს ეფუძნება. პირველია, არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორეა – პარტიის რელევანტურობა. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა მათ თავის დროზე მანდატების შენარჩუნებით, ხოლო რამდენიმე დღის წინ განცხადებით, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„გახარია - საქართველოსთვის“ 11 წევრი „ქართული ოცნების“ პარლამენტის საქმიანობას დღეს, 28 ოქტომბერს შეუერთდა. დღესვე, პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსზე ისაუბრა და თქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ახალისა“ და „ლელოს“ აკრძალვას მოითხოვენ.
ამასთან, „ქართული ოცნება“ აკრძალვით ემუქრება ისეთ პოლიტიკურ პარტიებსაც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“ და „რესპუბლიკური პარტია“. პაპუაშვილის თქმით, „ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება“.
„ქართული ოცნების“ სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.
