„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება სჭირდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
- 6 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
5 ივლისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ლელო -ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, წალენჯიხის მერიამ განაცხადა, რომ ემიჯნება ყველა პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილეობა აქვს გადაწყვეტილი.
„თუკი წალენჯიხის მერია ამას ოფიციალურად აცხადებს, ამას აქვს სამართლებრივი განზომილება, რაც გულისხმობს საბოტაჟს და თვითმმართველი ორგანოს მხრიდან კანონმდებლობის ჩარჩოებიდან გასვლას.
ტექსტში ეწერა, რომ რაღაც რეჟიმს არ დაემორჩილებიან. რას ჰქვია? პარლამენტს არ აღიარებს წალენჯხისი მერია? თუ მთავრობას არ აღიარებს? თუ კანონებს არ აღიარებს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი? თუ კონსტიტუციას არ აღიარებს? აბსურდი აბსოლუტურად, ცირკი, რასაც ჰქვია. მათ შორის, წალენჯიხის დღევანდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი, თუ ის პოლიტიკური ძალა, ვინც იქ არიან, ისინიც მიიღებენ პასუხს შემოდგომაზე არჩევნებზე აი, ამ ქცევისთვის, რასაც, სხვათა შორის, ამდენი ხანია აკეთებენ, მათ შორის, „ლელოს“ ჩარევით. მოკლედ, აბსურდი და გარდა ამისა, სამართლებრივად ძალიან დამაფიქრებელი მოვლენა, რომელსაც შესაბამისი შეფასება სჭირდება“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მერიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადების მიხედვით, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და პოლიტპატიმრების მოთხოვნა, რომ პარტიებმა ე.წ. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, მკაფიო პოლიტიკური დაკვეთაა.
„ამ გზავნილის იგნორირება საკუთარი ხალხის, ქვეყნის და იმ ადამიანების ღალატს ნიშნავს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს! იმ ფონზე, როდესაც „ოცნების“ ცესკო სრულად აკონტროლებს საარჩევნო ელექტრონულ მოწყობილობებს, მართავს მათ, წერს საარჩევნო სიებს, დეტალურად აღრიცხავს ამომრჩეველს, აპარატებს იყენებს გაყალბების მაღალტექნოლოგიურ იარაღად და ამომრჩევლის მოსყიდვა/დაშინება ისევ მთავარ გამოწვევად რჩება, რომელიმე ქალაქის „გამოგლეჯვაზე“ საუბარი სასაცილოა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ წალენჯიხაში ძირითადი მმართველი პოლიტიკური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასოდეს ვითანამშრომლებთ რუსულ რეჟიმთან, მას არც საარჩევნო კომფორტს შევუქმნით და არც ფსევდოლეგიტიმაციის ილუზიას“, - წერია განცხადებაში.
პროდასავლური ოპოზიციური პარტიები – რომელთა შორის არ არიან კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველო“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
4 ივლისს, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებს შეწყალებას დაჰპირდა, თუ ისინი ამის შესახებ განცხადებით მიმართავენ და არჩევნებში მონაწილეობის სურვილსაც „დაადასტურებენ“. ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 7 და 8 თვით დაპატიმრებულები არიან - ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. სასამართლომ მათ ორი წლით თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა.
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. წალენჯიხის მერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ხარჩილავა 2024 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მას შემდეგ მერის მოვალეობას ივანე ბურდული ასრულებს.
