საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები საოკუპაციო მმართველობის შედეგია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
„ეს არის შედეგი იმისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა იქ და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობა შეუძლებელია. ამიტომაც არის, რომ ჩვენს საერთო ინტერესშია, ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, აფხაზეთი და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც მხოლოდ ასე განვითარდება. ნებისმიერი ასეთი ნაცრისფერი ზონები, რომლებიც იქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით ხოლმე, საქართველოში იქნება ეს თუ სხვაგან, ყოველთვის არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუციების მქონე ტერიტორია“, - თქვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ასევე ჰკითხეს, რატომ არ აკეთებს კომენტარს საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ გავრცელდა.
„პასუხი არ სჭირდება. მკაფიოა პოზიცია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ამას რისი დაფიქსირება უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ განცხადებებზე არ ვაწყობთ არც ჩვენს პოლიტიკას და არც ჩვენს განცხადებებს. ის, რომ ვიღაცამ შესაძლოა, გამოიყენოს სათავისოდ რიტორიკულად რაღაც საკითხები, ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიცია რუსეთთან გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირების წინააღმდეგ გამოვიდა. დე ფაქტო პარლამენტთან დღეს გამართული აქციის მონაწილეები რატიფიკაციის საკითხის უკან გაწვევის გარდა, ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომასაც ითხოვენ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ოკუპირებულ რეგიონში განვითარებული მოვლენები ანექსიური პროცესების „დამძიმებად“ შეაფასა. გახარია გაემოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც, სადაც საქართველოს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „საზღვრების“ დელიმიტაციაზეა საუბარი და თქვა, რომ ამ მოთხოვნის წინაპირობები „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა.
 
																 
                  
 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			