„არავის, მათ შორის, ბრიუსელის რომელიმე ბიუროკრატს, ჩვენ საქართველოს 90-იან წლებში არ დავაბრუნებინებთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
პაპუაშვილის თქმით, როგორც კი იქნება ძალადობის ფაქტი და „შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხიმგებლობისთვის საკმარისი წინაპირობები“, სახელმწიფო იმოქმედებს.
„ჩვენ ვნახეთ, საჯაროდ გაცხადებულია, რომ იგეგმება ძალადობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან 4 ოქტომბერს და ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა ნაცმოძრაობის მიერ დაგეგმილ ძალადობას. ეს არის, რა თქმა უნდა, გამაოგნებელი სკანდალი, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა გაიზიარა პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული ძალადობის მიმართ.
4 ოქტომბერს ნებისმიერი ძალადობა, რაც კი მოხდება „ნაცმოძრაობის“ და ამ აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი სპიკერის სახით. შესაბამისად, ევროკავშირის საელჩოსაც, რომელსაც ამასთან დაკავშირებით რაიმე გამიჯვნა არ გაუკეთებია. ამიტომ ყველას ვეუბნები კიდევ ერთხელ - მოხდება ერთი ფაქტიც ძალადობისა, ერთ ქვასაც გაისვრიან - აღარ ვსაუბრობ „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და სხვა პიროტექნიკაზე, რომელიც, როგორც ჩანს, ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი ქვაკუთხედია - მოხდება ერთი ფაქტი და ამაზე პასუხისმგებლები იქნებიან ისინი, ვინც სოლიდარული არიან მოძალადეების მიმართ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, თბილისში საპროტესტო აქციას გამართავენ.
საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 23 სექტემბერს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს ვითარებას დააკვირდებიან.
პრესსპიკერის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, გამართონ მშვიდობიანი აქციები, რაც „ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია“.
„სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დაუშვას და არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების სიმრავლეს, რომლებსაც სურთ, რომ მოუსმინონ“, – თქვა ჰიპერმა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის წარმამადგენელმა ხაზი გაუსვა მშვიდობიან დემონსტრაციებს, „ქართული ოცნების“ ლიდერები მას ძალადობის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
