გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ქმარმა ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავა.
ახალი ამბები
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.რ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
