სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგი შორენა შამათავა, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნება, დღეს, სკოლის დირექტორთან მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, სტაციონარში გადაიყვანეს. ამ საკითხზე ბრიფინგი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა გამართა. მისი თქმით, შორენა შამათავა ჯერ დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ახლა აიძულებენ, რიგითი მასწავლებლის პოზიციაც დატოვოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
„გუშინ როგორც იცით, მატყუარა კობახიძემ განაცხადა, რომ თურმე უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო გვაქვს და ის თავისუფალ, სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. სიმართლე ისაა, რომ დღეს, დილით, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ღირსეული წარმომადგენლის მიმართ, რომელიც აგვისტოს ბოლოს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, გაგრძელდა დევნა, შევიწროება, იძულება, იმისა, რომ დატოვოს ამჯერად უკვე რიგითი მასწავლებლის პოზიციაც. გამოგონილი მიზეზით ამ ადამიანზე დღეს განხორციელდა, პრაქტიკულად, ზეწოლა სკოლის დირექტორის მხრიდან.
ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ემსახურებოდა სკოლას და უამრავი თაობა აღზარდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რომ გიორგი გახარიასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ნახეს. ამ ადამიანს რაიონში ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს.
მის ადგილზე დანიშნეს პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი გვასალიას მეუღლე ნანა ჯგერენაია. სკოლა რეალურად სრულად დაკომპლექტებულია უკვე „ოცნების“ პარტიული აქტივით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით შორენა შამათავამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა. პედაგოგის განცხადებით, დირექტორი მას დისციპლინის დარღვევასა და გაკვეთილის გაცდენაში ადანაშაულებს, რაც, მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს იყო დირექტორის მიერ დაგებული მახე. გრძელდება ჩემი პოლიტიკური დევნა. სკოლა ფაქტობრივად გადაიქცა „ოცნების“ შტაბად - იქ დადიან აგიტატორები, სოფლის დეპუტატი, კოორდინატორები, მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და ვიდევნები მე, ერთადერთი არასასურველი პიროვნება ვარ. უნდათ ჩემი სკოლიდან მოშორება“, - ამბობს შორენა შამათავა.
სკოლის დირექტორმა, ნანა ჯგერენაიამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
პარტიაში „გახარია - საქართველოსთვის“ მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აპირებენ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს მიმართონ.
