ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნის შესახებ გასულ კვირას ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
საუბარია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და სხვა კანონებში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის ამოქმედების შედეგად თვითმმართველი ქალაქების - თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმისა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეებს ოთხი მოადგილე ეყოლებოდათ, ნაცვლად სამისა. გარდა ამისა, დაგეგმილი იყო საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები იყვნენ ირაკლი ქადაგიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნიკა ელისაშვილი, ზაურ დარგალი, დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი შატაკიშვილი და ნინო წილოსანი. ისინი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვდნენ.
ინიციატორების განმარტებით, კანონპროექტებით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება დაკავშირებულია ადგილობრივი ბიუჯეტის დამატებით ხარჯებთან, რაც ამ ეტაპზე მიზანშეუწონელია.
