„ქართული ოცნება“ აპირებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს „სავალდებულო მკურნალობაც“ დაუმატოს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
მდინარაძის თქმით, 17 მარტს, უმრავლესობის სხდომაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით „ფართო დისკუსია“ გაიმართა.
„გარდა იმისა, რაც დაანონსებული იყო, ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში.
ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი. იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში - და ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში, შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა - მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით - არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვისაც - კარგი იყოს ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად, ან უამისოდ.
ჩვენ ამაზე მსჯელობას გავაგრძელებთ. სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე საზოგადოებრივად არის საშიში და მას, შესაძლოა, ესაჭიროებოდეს სავალდებულო მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება, შეიძლება, მიიღოს მოსამართლემ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, „ქართული ოცნება“ მეორე მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღებს. მდინარაძემ გაიმეორა, რომ „ნარკოგამსაღებლების, როგორც მკვლელების მიმართ“ სახელმწიფოს უმკაცრესი მიდგომა ექნება.
