„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ კონკრეტული პარტია აიკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს როგორც კონკრეტული პარტიების აკრძალვას, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების შეზღუდვას, ჩვენს პოლიტიკაში ჩართული აგენტურა დასრულდება“, - განაცხაცდა გორდულაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ეს ინციატივა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.
„პირთა სია, რა თქმა უნდა, იქნება დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რომელი პირი რა მოქმედებაში იყო ჩართული და რანაირად უწყობდა ხელს კონკრეტული პარტიის ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ყოველი კონკრეტული პირის შემთხვევაში და არა კრებსითად.
პირდაპირ არის ჩამოთვლილი კანონით, თუ ვინ უნდა იყვნენ ეს პირები. კრებსითად ესენი არიან: წევრები, მმართველი რგოლების წარმომადგენლები ან შესაძლებელია, რომ საერთოდ არ იყვნენ პარტიის წევრები, ანუ პარტიული ბილეთი ჯიბეში არ ედოთ, მაგრამ მათი საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ. შესაბამისად, ამ პირებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტიურობები და სხვადასხვა უფლებამოსილება, რომლითაც სხვები სარგებლობენ.
თითოეულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება აკრძალვის და უფლებების შეზღუდვის თაობაზე ან არ შეზღუდვის თაობაზე. ნაწილობრივ ეს იქნება დამოკიდებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო განხილვის პროცესზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სარჩელი იმდენადაა გამტკიცებული მტკიცებულებებით და იმდენად ცალსახაა, რომ თითოეული პირის თუ პარტიის აფილირება „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ და გაწევრიანებულია „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ალბათობის უმაღლესი ხარისხით მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას და სარჩელს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა გორდულაძემ.
პირს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება დაკავშირებული, სხვა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და დაფინანსება აეკრძალება, ასევე, შეეზღუდება პასიური საარჩევნო უფლება. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) შეფასებით, „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან, გაერთიანების თავისუფლებასთან. საია აღნიშნავს, რომ კანონპროექტიდან არ ჩანს, რას მოიცავს პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება, რაც „ტოვებს ინტერპრეტაციის ფართო არეალს“ და კანონის „ბოროტად გამოყენების რისკს“ ქმნის. „ცვლილებით არაპროპორციულად, განუსაზღვრელი ვადით იზღუდება ინდივიდის უფლებები, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოლიტიკური სპექტრის გაქრობა გამოიწვიოს“, – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.
