რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი ერთთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
საქართველოს მოქალაქეები, 53 წლის ალექსი მამულია და 51 წლის ივანე ჯაფიაშვილი 2024 წლის 24 დეკემბერს დააკავეს, რის შემდეგაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში ამბობდნენ, რომ დაკავებულები ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ 25 წლის ვლადიმერ მამარდაშვილს, რომელმაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან გამოიქცა. დღევანდელ განცხადებაში აღნიშნული ბრალდება ნახსენები აღარ არის.
დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მამულია და ჯაფიაშვილი დამნაშავედ იქნენ ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) და წინასწარი გამოძიების ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
ე.წ. გამოძიება 21 იანვარს დასრულდა. დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტმა დაკავებულების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღი იმის გაითვალისწინებით, რომ მათ პირველად და „აშკარად უნებურად“ დაარღვიეს ე.წ. საზღვარი და ჩადენილს ინანიებენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შაბლონური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“.
სუს-ი ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.
