ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებით, უსაფრთხოების გასაძლიერებლად გალის რაიონში უშიშროების ძალების დამატებით ნაწილებს შეიყვანენ, რაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებთანაც არის დაკავშირებული. როგორც ლოლუამ თქვა, აფხაზეთი ნებისმიერი პროვოკაციისთვის იქნება მზად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ამ კვირაში პრეზიდენტმა ძალოვან სტრუქტურებს მისცა დავალება, შემოღებული იქნეს დამატებითი შეზღუდვები გალის რაიონში მესაზღვრეების მუშაობის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ სამუშაოს ჩავატარებთ და იმ შემთხვევისთვის, თუ სირტუაცია გაუარესდება, ვეცდებით გავზარდოთ იქ ძალები და მზად ვიყოთ ნებისმიერი პროვოკაციისთვის“, - თქვა ლოლუამ.
18 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ენგურის ხიდი ჩაიკეტება. ოკუპირებულ რეგიონის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან, ასევე „ენგურჰესის“ თანამშრომლებს.
„საზღვრის დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის დაკავშირებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან. ასეთი პრაქტიკა არსებობდა უწინაც - ჩვენ საზღვარს ვკეტავდით საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სხვადასხვა მოვლენების დროს, რადგან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც საზღვარზე აწყობდნენ პიკეტს, მიტინგს და ა.შ. ამიტომ, იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ სიტუაცია და ჩვენს მესაზღვრეებს გავუმარტივოთ საქმე, მიღებული იქნა ასეთი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა რაულ ლოლუამ.
ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნმა დასძინა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიტუაციას და პროგნოზირებენ აფხაზეთთან მიმართებაში სიტუაციის განვითარების ვარიანტებს.
