უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმიერ ზელენსკიმ საქართველოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ და ვუსურვებ, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მე ამას მთელ საქართველოს ვუსურვებ - თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც რუსულ ოკუპაციაში არიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძალაა და ეს ძალა დაუძლეველია, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი წააგებს“, - განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის ბოლოს.
უკრაინის პრეზიდენტმა მილოცვა ქართულ ენაზე დაასრულა: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“, - თქვა მან.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას გამარჯვება და გამთლიანება უსურვა. საკუთარ გამოსვლაში უკრაინა ახსენა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც და თქვა: „თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ“.
