გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იგი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, რომ სოფელ აძვში მცხოვრები 59 წლის ხომასურიძე 13 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს:
„დადგინდა, რომ ხომასურიძემ საქართველოსთან რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი ცხინვალის რეგიონის აძისარის (აძვისთავის) დასახლების მიმდებარედ განზრახ გადაკვეთა. 15 ივლისს ცხინვალის საქალაქო სასამართლომ იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, შეეფარდა ჯარიმა ადმინისტრაციული წესით გაძევებით. სამშაბათს სამართალდამრღვევი დადგენილი წესით გადაეცა საქართველოს ხელისუფლებას“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ თეიმურაზ ხომასურიძის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენეს როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე სხვა ინსტრუმენტები.
