ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 18 წლის რუსთაველი სამირა ისაევა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულად მიიჩნევა, კავშირზე გამოვიდა, მისი ძმა ისკანდერ ისაევი არ ადასტურებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამირა ისაევა მასწავლებელს დაუკავშირდა, ის ტყეშია, დახმარებას ითხოვს და მასთან ერთად დედა-შვილიც იმყოფება.
„პირველი მე დამირეკავდა, ან მამას და დედას. ჩვენი ნომრები ზეპირად იცოდა. ყველა მასწავლებელთან დავრეკე და ყველა ამბობს, ჩემთვის არ დაურეკაო“, - განაცხადა ისკანდერ ისაევმა.
სამირა ისაევა, სამ მეზობელთან ერთად, შოვში ისვენებდა. ძმის ინფორმაციით, ისინი რუსთავიდან 25 ივლისს გავიდნენ. „ბოლოს 2 აგვისტოს ველაპარაკეთ და „მამისონის“ კოტეჯში რჩებოდნენ. მას შემდეგ ვერ ვუკავშირდებით“, - ამბობს ისკანდერ ისაევი.
ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში, დაახლოებით 20 ადამიანს ეძებენ. მათ შორის ბავშვებიც არიან.
სტიქიას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. 4 ცხედარი დღეს იპოვეს, 11 კი 3-4 აგვისტოს. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა დილით განაცხადა, რომ მხოლოდ 6 ცხედარი იყო იდენტიფიცირებული. მისი თქმით, ცხედრები დაზიანებულია და მათ ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზი ჩატარდება.
