„ამოვძირკვავთ ისეთ სარეველებს, როგორიც არის ეს ჩხიკვაძე, საბანაძე... სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს“, - სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის წამახალისებელი ამ განცხადების ავტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რუსული კანონის მხარდამჭერი ბექა ოდიშარიაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
ოდიშარიამ ეს კომენტარი აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებზე საუბრისას გააკეთა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, რომ აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ განცხადება, მხოლოდ რიტორიკა არ არის და საუბარია სერიოზულ პოლიტიკურ შედეგებზე. რუსული კანონის მხარდამჭერებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების გარდა, აშშ-მა შესაძლოა გადახედოს საქართველოსთვის 390 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის საკითხსაც.
სანქციების საკითხს განიხილავენ კონგრესშიც, სადაც ორი დღის წინ, ჰელსინკის კომისიის ორგანიზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის თემაზე მოსმენა გაიმართა. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვანო ჩხიკვაძემ თქვა, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას - „ან გააგრძელებს თავის სწრაფვას, გახდეს თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი, ან კიდევ ერთხელ გახდება რუსეთის უკანა ეზო“. ჩხიკვაძის თქმით, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებას შეაჩერებს, ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე გადაიყვანოს.
კონგრესმენების წინაშე გამოვიდა Chatham House-ის უფროსი მკვლევარი და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალი საბანაძეც. მისი განცხადებით, „ერთი უპასუხისმგებლო კაცის ბრძანებით“, საპარლამენტო უმრავლესობა ანგრევს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ხანგრძლივ პრიორიტეტებს, 30 წლის მიღწევებს და მეგობრობას ისეთი კანონების მიღებით, როგორიც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ვანო ჩხიკვაძისა და ნატალია საბანაძის მიმართ ასევე სიძულვილის ენის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადებები გააკეთეს - ისინი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს. ირაკლი კობახიძემ მათ „სერგო ორჯონიკიძეები“ უწოდა.
