ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილის გაქურდვის საქმესთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებულის ვინაობა უცნობია, თუმცა, როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის წარსულშიც არის ქურდობაში მხილებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
ჟურნალისტის ავტომობილი, რომელიც თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქუჩაზე იყო გაჩერებული, 13 ივლისს, ღამის საათებში გაქურდეს. მელაძის ინფორმაციით, ქურდმა წაიღო მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათი, რომელსაც ის ჟურნალისტური საქმიანობისთვის იყენებდა. გარდა ამისა, ნოდარ მელაძე ფიქრობს, რომ მძარცველი ავტომობილში „კონკრეტულ საბუთსაც“ ეძებდა.
„ჩემი პროტესტის შემდეგ დამიკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მითხრეს, რომ მცნობდნენ დაზარალებულად და მომანიჭეს ეს სტატუსი. ვიყავი საგამოძიებო უწყებაში მისული. გამომძიებელთან საუბრის დროს გავარკვიე, რომ მხილებულია პირი, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული პოლიციის მტკიცებით, თუმცა არ მეუბნებიან ვინ არის, რა ინტერესი ჰქონდა, აქვს თუ არა კრიმინალური წარსული. ფაქტია, რომ ავტომობილიდან წაღებულია მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად“, - განაცხადა მელაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ.
ნოდარ მელაძე დარწმუნებულია, რომ მომხდარი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება და ფიქრობს, რომ იყო „ძარცვის იმიტაციაა“, რაც მიზნად მის დაშინებას ისახავს. იგი იხსენებს ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის შემდეგ, მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერის, ვატო შაქარიშვილის მუქარას, რომ თავდასხმის შემდეგი ობიექტი ის იქნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.
