„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და ოპოზიციის წევრები ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დაკავებიდან მესამე დღეს გაათავისუფლეს. პოლიცია მათ ადმინისტრაციული წესით დაუმორჩილებლობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლითაც, რაც პოლიციელებზე თავდასხმას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
22 სექტემბერს, გლდანში, თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს და მასთან ერთად კიდევ სამ პირს. ეძგვერაძის თქმით, თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა, რასაც ზარნაძე უარყოფს.
მომხდარი ფაქტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რა დროსაც სამართალდამცავებმა ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მელიამ, დოლიძემ და კუპრავამ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალიდან არ ჩანს ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები.
დაკავებული სამივე პირი 24 სექტემბერს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ადვოკატებმა საქმის მასალების გასაცნობად მოსამართლეს დრო სთხოვეს. პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.
„თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული, უბრალოდ, ეს შეუსრულებელი და მიუღწეველი მისიაა. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება რომელიც დგას კრიმინალებზე. ჩვენ დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და იმ მოძალადეებს შორის, ვინც თავს დაესხნენ ჩვენს მეგობარს, არანაირი განსხვავება არ არის. ისინი ფეხაწყობილები სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში. ძალიან კარგად ვიცი, 2020 წლიდან დღემდე რა ხდება გლდანის რაიონში. იქ არის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს რამდენიმე პირი და პირდაპირ დაკავშირებულები არიან პოლიციასთან, მოქმედებენ ერთად, ერთობლივად. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით. აქ თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვსმ ამ ადამიანებს არაფერი საერთო არ აქვთ ობიექტურობასთან“, - განაცხადა ნიკა მელიამ გათავისუფლების შემდეგ.
ირაკლი ეძგვერაძეზე და მასთან ერთად, კიდევ სამ პირზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
