თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გვარამიას 17 ნოემბერს თბილისში გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიტანა გაურკვეველი სახის მტკიცებულება. ვიდეომასალიდან ტერიტორიაც კი არ ირკვეოდა, ნიკა გვარამია უბრალოდ დგას და საზოგადოებას მიმართავს. სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ასეთ პირობებში პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და სახდელის დადება, რა თქმა უნდა, უკანონობაა“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.
გვარამიას უფლებადამცველმა ხაზი გაუსვა, რომ უკანონო და თვითნებურ გადაწყვეტილებებს დასანქცირებული მოსამართლეები იღებენ.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს ექვსი მოსამართლე განიხილავს. აქციების დაწყების დღიდან ექვსივე მოსამართლე მორიგეა, ანუ იმდენი საქმე აქვთ, ვერ აუდიან მათ განხილვას. ამ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანების არცერთ საქმეში ქმედების ჩადენის მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა“, - აღნიშნა კვინიკაძემ.
17 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერებმა და მოქალაქეებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვები გაშალეს და 24 საათიანი უწყვეტი აქცია დაანონსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქცია 19 ნოემბერს, გამთენიისას, ძალის გამოყენებით დაშალეს. პოლიციამ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე 16 პირი დააკავა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძეც, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
