გენერალურმა პროკურატურამ „ქართული ოცნების“ მოკავშირე ორგანიზაციის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობის და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერებმა, ვატო შაქარიშვილმა და ნანა კაკაბაძემ, სხვა წევრებთან ერთად, პროკურატურაში განცხადება იანვრის შუა რიცხვებში შეიტანეს. შაქარიშვილი ამბობდა, რომ საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიაჩნიათ „ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენა“ და „მთლიანად პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გაწმენდა“.
„მოვამზადეთ შესაბამისი მასალები იმ საჯარო განცხადებათა და მოქმედებათა ჯაჭვის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც ჩადიოდა ქვეყანაში ოპოზიციად წოდებული ოთხი პარტია და მათი თანამზრახველები“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
პროკურატურის განცხადებით, წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გენპროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, „რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება“.
