„ქართული ოცნების“ სატელიტი პოლიტიკური ძალა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ სამთავრობო ტელეკომპანიებს ევროინტეგრაციის საკითხზე დებატების გამართვას სთხოვს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „დეგრადირებულ კავშირში საქართველოს ევროინტეგრაციაზე საგნობრივი და შინაარსიანი დისკუსია უნდა გაიხსნას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 3 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 4 რა სიმპტომები აქვს გრიპის ყველაზე გავრცელებულ ტიპს, „ჰონგ კონგის“ ვირუსს
- 5 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 6 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
„ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპებთან თავსებადი ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული და ჩვენდა საუბედუროდ, კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარებული?“, – ვკითხულობთ „ერთიანი ნეინტრალური საქართველოს“ მიერ 5 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პარტია იმეორებს „ქართული ოცნების“ ნარატივებს ევროკავშირზე „დიფ სთეითის“ გავლენის, საქართველოში რევოლუციების დაფინანსებისა და ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ.
„თუ [რუსეთ-უკრაინის] ომამდე საქართველოში ქვეყნის ევროინტეგრაციაზე კითხვის დასმაც კი ცუდ ტონად მიიჩნეოდა, დღეს აგენტურით მართული ევროპისკენ სვლა ქართველი ხალხისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება.
ცხადია, ამ ფონზე სერიოზული კითხვები გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან: როდემდე აპირებს საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას და ქვეყნისთვის დამაზიანებელი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას, რომელიც ისედაც ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული?!
ვარწმუნებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ამ საკითხის მიჩქმალვას დიდხანს ვეღარ მოახერხებს, რამეთუ ხალხის ნებაა, გადაფასდეს და გადაიხედოს სრულად მონურ მორჩილებაში, ეკონომიკურ, სულიერ და ზნეობრივ ჭაობში მყოფი ევროკავშირისკენ სწრაფვა“, – წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
პარტია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში გაუწიონ ორგანიზება დებატებს, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან „ამჟამად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში“.
„ვიდრე თავს არ დავაღწევთ საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია.
მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ სადამფუძნებლო ყრილობა გასული წლის 1-ელ დეკემბერსგამართა და პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმადადო პირობა, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილები.
