საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, გასამართლებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ეროვნული ამოცანაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძეს ჰკითხეს, რა ფორმით წარმოუდგენია „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება, რასაც „ქართული ოცნება“ აანონსებს.
„ძალიან ბევრი ადამიანი გასამართლდა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი მაღალ, საშუალო, დაბალ დონეზე, ასობით, მათ შორის სააკაშვილი იხდის სასჯელს. ასობით ასეთი პირია სამ სხვადასხვა დონეზე, თუმცა
ჩვენ აქ ვსაუბრობთ არსებითად პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, ანუ ამ აგენტურის გასამართლებაზე, რასაც თავისუფლად შეიძლება, მოჰყვეს ინდივიდუალურ დონეზე განაჩენებიც.
საზოგადოებამ იცის, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ პოლიტიკურ ძალას, როგორც კი, საბოლოო ჯამში, სრულად მოეფინება ნათელი ყველა დანაშაულს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება, წავიდეს ინდივიდუალურ სასჯელებამდეც. რაც შეეხება ფორმებს, ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ არჩევნების შემდეგ. ეს არის ეროვნული ამოცანა, მე ასე ვიტყოდი, რადგან იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია იწოდება დამნაშავე, კირიმინალურ პოლიტიკურ ძალად, ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს შედგება. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას“, - განაცხადა კობახიძემ.
იმავე ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ერთი პოლიტიკური ძალაა და არავითარი განსახვავება არ არის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ისეთ პარტიებს შორის, როგორებიცაა „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო“, „ევროპული საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.
„ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. 16 ივლისს, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის გახსნაზე მან განაცხადა, რომ „არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო“.
უფრო ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ და აგენტურის გასამართლება“, ასევე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, რომლებმაც 2022 წლის აგვისტოში ფორმალურად დატოვეს პარტია და „ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს.
