ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, NATO-ს გაფართოება გაგრძელდება და ალიანსში ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთსაც „ჩაითრევენ“. ამის შესახებ ლუკაშენკომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გაფართოებული შეხვედრის დროს განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„პროგნოზები დამაიმედებელი არ არის. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ NATO-ს გაფართოებას. მათთვის სიტუაცია ხელსაყრელზე მეტია. პირდაპირ ვიტყვი, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე: თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი აშშ-ის ქვეშევრდომად გადაიქცა. ყოველგვარ ეჭვგარეშეა, თუ ვისი პოლიტიკა, ვისი ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ფინეთის და მალე შვედეთის NATO-ში შესვლა აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგი ეტაპია. ალიანსში ჩაითრევენ ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს, სერბეთს და ეს ყველაფერი უკრაინის სცენარით იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ყველას ახსოვს, რითი დასრულდა უკრაინელ ლიდერებთან „პარტნიორული“ პოლიტიკის თამაშები: „ცვლილებების აგენტების ფენის ფორმირებით სამხედრო-პოლიტიკური ორიენტაციის პროდასავლურით შემდგომი შეცვლისთვის და ომით. ახლა უკრაინით ასევე თამაშობენ. ბლოკში გაწევრიანების ბუნდოვანი პერსპექტივა დასავლელი კურატორების მიერ წარმატებით გამოიყენება საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად კიევის ხელისუფლების მოტივირებისა და წაქეზებისთვის“.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ NATO-ს გაფართოება პირდაპირი საფრთხეა მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამტკიცებს, რომ სწორედ ეს იყო 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი. თუმცა, უკრაინაში შეჭრამ საპირისპირო შედეგი მოიტანა - შვედეთმა და რუსეთის უშუალო მეზობელმა ფინეთმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, NATO-ში გაწევრიანება საქართველოს გაცხადებული არჩევანია. 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციას დაემატა 78-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და NATO-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 79% საქართველოს ევროკავშირში შესვლას უჭერს მხარს, NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერია - 67%.
