სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედის“ დროებით გათიშვასთან დაკავშირებით გამოძიება, ტელეკომპანიის მიმართვის საფუძველზე, საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა.
„მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს სუს-ში.
თავდაპირველად, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ არხის მაუწყებლობა „დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა“. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს „არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს“.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი განიმარტება როგორც „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა“. დანაშაულისთვის ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
