პატიმრობაში მყოფ ქართველ ჟურნალისტს, „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს „თავისუფალი მედიის ჯილდო“ (Free Media Award) გადაეცა. დაჯილდოების ღონისძიება 6 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ორი ევროპული ფონდის, ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ დაწესებული „თავისუფალი მედიის ჯილდო“ 2004 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა. მან „თავისუფალი მედიის ჯილდო“ ჟურნალისტური პატიოსნებისა და ეთიკური განსჯისადმი 25 წლიანი ერთგულებისთვის მიიღო.
„ბათუმელები“ ავრცელებს მზია ამაღლობელის გზავნილს, რომელიც მისმა კოლეგებმა ჯილდოს მიღების დროს წაიკითხეს:
„მინდა იცოდეთ, რომ ეს პრიზი მარტო მე კი არა, ეკუთვნის ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც რეპრესიების პირობებში იცავენ და იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისთვის“.
მზია ამაღლობელის გარდა, 2025 წელს „თავისუფალი მედიის ჯილდო“ ასევე მიიღეს შემდეგმა გამოცემებმა და ჟურნალისტებმა:
- მედია პლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
- საგამოძიებო ონლაინმედია Direkt36 (უნგრეთი)
- ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
- მედია არხი Belarus Investigative Center (ბელარუსი)
- ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)
მზია ამაღლობელს, რომელიც ათი თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება, ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო - სახაროვის პრემია და მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადაეცა.
