ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა თავისი დასკვნითი, თითქმის 8-საათიანი სიტყვა დაასრულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
სიტყვის ბოლოს ადვოკატმა მზია ამაღლობელის საქმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორ მაია მწარიაშვილმა თქვა, ეს საქმე სარკეა, რომელშიც როგორც კი ჩაიხედავ, გიჩვენებს, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად.
„არის საქმეები, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანს და ხვალინდელი გადასახედიდან - სხვაგვარად. ამის შემდეგ ბევრი წელი, მთელი საზოგადოება მოისმენს თქვენს განაჩენს, ამაში დარწმუნებული იყავით.
არის საქმეები, 20 წელი შეიძლება გავიდეს და არ კარგავს აქტუალობას, თაობების განსახილველი ხდება. ეს საქმე არის ასეთი. ეს არის საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ.
მზია ამაღლობელის გაწნული სილა არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაულებრივი. ერთსაც გვატყუებს ბრალდების მხარე და მეორესაც და ძალიან არ მინდა სასამართლომაც იგივე გაიმეოროს“, - თქვა ადვოკატმა.
მაია მწარიაშვილის სიტყვას სხდომათა დარბაზში ტაში მოჰყვა.
22:00 საათისთვის სასამართლო სხდომა გრძელდება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი პროკურორების რეპლიკებს ისმენს. მზია ამაღლობელმა განაცხადა, რომ სურს, საბოლოო სიტყვით ისარგებლოს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო.
