„მზია ამაღლობელი რამდენ ხანს უნდა ვიძახოთ. მზია ამაღლობელი კრიმინალია, დავარქვათ სახელი რაც არის. ნურავინ ნუ სპეკულიანტობს, რომ თითქოს ჩვენს რესპუბლიკაში იზღუდება თავისუფალი მედია. პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია“, - განაცხადა აჭარაში „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით თედორაძემ სხდომაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა ნინო ჩხეტიამ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, რომელმაც წლიური ანგარიში წარადგინა, შეფასება სთხოვა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით.
პატარაძემ ამ კითხვას არ უპასუხა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი პოლიციის მაშინდელ უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის მუხლით წაუყენა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელმა ამხილა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომ მას შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მასზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. არასათანადო მოპყრობა შენობაშიც გაგრძელდა, როცა მზია ამაღლობელი უკვე დაკავებული უყო.
დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, მისივე ბრძანებით დაკავებულს არ აწვდიდნენ წყალს და უკრძალავდნენ საპირფარეშოთი სარგებლობას. გარდა ამისა, ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება, ადვოკატების გარეშე გაჩხრიკეს და დამცირების მიზნით, ხელბორკილები ზურგს უკან დაადეს.
პროკურატურამ მზია ამაღლობელს ამ დრომდე არ მიანიჭა დაზარალებული სტატუსი და არ გამოიძია ძალადობის, პოლიციის უფროსის მიერ სამხაურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების ფაქტები.
მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია. მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი საჩივარია რეგისტრირებული.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს რამდენჯერმე დააბრალა, რომ ის „სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს“ და „კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“. მზია ამაღლობელმა კობახიძეს სასამართლოში უჩივლა ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით. სასამართლომ მისი არცერთი სარჩელი არ განიხილა.
