გამოძიება მტრული საქმიანობის მუხლით - სუს-მა თინა ხიდაშელი და პოლიტიკოსები გამოკითხა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც უცხო ქვეყნის ან ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. საქმის ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ (SovLab) წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი, ოპოზციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გამოძიების ფარგლებში უწყებაში ასევე დაბარებულები არიან: გივი თარგამაძე - სამი მოწვევის პარლამენტის წევრი; ვახტანგ კაპანაძე - გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ კითხვები მის მიერ ირანულ „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებებს ეხებოდა. ხიდაშელის თქმით, აღნიშნული დაწესებულება ტერორიზმთან კავშირის გამო აშშ-ის, კანადისა და გერმანიის მიერ არის დასანქცირებული.

„მინდოდა, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ვინმეს საფრთხის შესახებ საყვირისთვის ჩაებერა და საგამოძიებო ორგანოებს საკითხი მოეკვლიათ. ჩემი ამოცანა შესრულებულია, ისინი დაინტერესდნენ. იმედი დავიტოვოთ, რომ საკითხს ფუნდამენტურად შეისწავლიან“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

კითხვაზე, ხომ არ აღიქვამს გამოძიებას დაშინების მცდელობად, ყოფილმა მინისტრმა უპასუხა: „ვერაფრით შემაშინებენ. 32 წელია ტელეეკრანებზე მხედავს ხალხი და ეს დადასტურებულია“.

სამი მოწვევის პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ გამომძიებლები მისი თანაავტორობით მომზადებული კვლევით დაინტერესდნენ. კერძოდ, სუს-ს აინტერესებდა, რატომ დაემთხვა კვლევის გამოქვეყნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.

„საქართველოს აქვს დიდი პრობლემა, რომელიც ახლა უფრო ხილული გახდა. „ალ მუსტაფას“ უნივერსიტეტში მუშაობს ხალხი, ვინც ინტერპოლის წითელ ცირკულარშია. აქედან მიდიან სტუდენტები და იქ ირანის ისლამური რესპუბლიკის გაცხადებულ პოლიტიკას უდებენ თავში. თუკი ამ კვლევის შემდეგ სახელმწიფოს რეაგირება ექნება, ეს მისასალმებელია“, - განაცხადა კანდელაკმა.

სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა და სასჯელის სახედ 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა ამერიკული ორგანიზაციის ჰადსონის ინსტიტუტისსკანდალური ანგარიში, სათაურით „საქართველოს ირანული შემობრუნება“, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ირანის შეღწევა ქვეყანაში განზრახ, ორგანიზებული და ყოვლისმომცველია. კვლევაში დოკუმენტურად არის ასახული ირაკლი კობახიძის 2024 წლის ვიზიტები ირანში, ჯერ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, სადაც ისჰამასისადაჰეზბოლასლიდერების გვერდით იდგა, შემდეგ კი პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე, სადაც დარბაზში მყოფები ანტიდასავლურ ლოზუნგებს - სიკვდილი ამერიკას!“ დასიკვდილი ისრაელს!“ სკანდირებდნენ. კვლევის მიხედვით, ამ ვიზიტების ფონზე საქართველო საკუთარ საჰაერო სივრცეს რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს ირანის მიმართულებით ფრენისთვის უთმობს და ხელს უწყობს ირანული რელიგიური ქსელების, მათ შორის სანქცირებულიალ-მუსტაფას უნივერსიტეტისგაფართოებას თბილისსა და ქვემო ქართლში.

ამავდროულად, თინა ხიდაშელის ორგანიზაციის კვლევა ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ კავშირებზე, კერძოდ, გამოვლენილია 72 კომპანია, რომლებმაც 2022-2025 წლებში ირანული ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელეს და მათი ნაწილი პირდაპირ უკავშირდებაქართული ოცნებისშემომწირველებსა და დეპუტატებს.

ამ მონაცემების გამოქვეყნებას „ქართღული ოცნების“ მხრიდან მწვავე თავდასხმები მოჰყვა - თბილისის მერმა კახა კალაძემ მკვლევარებსჩვეულებრივი მოღალატეებიუწოდა და მათი საქმიანობა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ დივერსიად შეაფასა, რის შემდეგაც პარტიის ლიდერებმა პირდაპირ მოითხოვეს გამოძიების დაწყება იმ პირების მიმართ, ვინც აშშ-საქართველოს ურთიერთობების დაზიანებასა და ირანთან ფარულ გარიგებებზე საუბრობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.