შოვში, სტიქიის ზონაში, ე.წ. კოტეჯების ტერიტორიაზე მიმდინარე საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დაკარგულია 18 ადამიანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
„გრძელდება ძებნის სამუშაოები. დღეს კიდევ ერთი ცხედარი იქნა ნაპოვნი მაშველების მიერ. რამდენიმე ცხედრის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა. გარკვეულ შემთხვევებში, დაზიანებიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც. მთლიანობაში 36 ადამიანი იყო დაკარგული, 18 ცხედარი არის ნაპოვნი, 18 არის დაკარგული“, - განაცხადა კობახიძემ.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის თქმით, ქუთაისის პროზექტურაში უკვე გადასვენებული 17 ცხედრიდან 12 იდენტიფიცირებულია.
ცნობილია, რომ გარდაცვლილებს შორის არიან გიორგი გოგინაშვილი, ნინო კენჭაძე, გიორგი ბერიაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.
