საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„საქართველო იმსახურებს ერთიანობასა და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ“, - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულ„სთორიში“.
მეორე დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ათასობით მოქალაქე აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებენ.
აქციის ძალადობრივი დაშლის დროს დაზარალებულებს შორისაა მედიის დაახლოებით 40 წარმომადგენელი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 100-მდე მოქალაქე.
