პროევროპული აქციების მონაწილე - 26 წლის რეზო კიკნაძე, რომელიც პოლიციამ 6 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა, იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ სთხოვდნენ, ეთქვა, თითქოს ოპოზიციის ლიდერების დაფინანსებით მოქმედებდა. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„ამ წერილს ვწერ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. ვარ უკანონოდ დაკავებული. მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი და დამესახელებინა ადამიანები, ვითომდა ისინი მაფინანსებდნენ და მათ დავალებებს ვასრულებდი. მთხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად“, - ვკითხულობთ წერილში, რომელიც რეზო კიკნაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რეზო კიკნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე 16 ადამიანია დაკავებული. მათგან რვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს შორის 19, 20, 21 წლის ახალგაზრდებიც არიან.
28 ნოემბრის შემდეგ მოქალაქეები თბილისში, რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ცხრა დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები არაერთხელ დაარბია წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. სისხლის სამართლის და ამინისტრაციული წესით დაკავებულია 300-ზე მეტი ადამიანი. მათი უმრავლესობა პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ სასტიკადაა ნაცემი.
