„ქართული ოცნების“ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარი გამოუყო. ირაკლი კობახიძის მიერ 21 მაისს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, თანხა „საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან“ დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები 2026 წლის 1-ლი ივნისიდან დაიწყება და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. პროგრამა მოიცავს: კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს; სამეცნიერო კონფერენციებს; სტუდენტურ ექსპედიციებს.
ღონისძიებები 14 ოქტომბრამდე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. აღსანიშნავია, რომ მთავრობის დოკუმენტში გამოყოფილი თანხის ხარჯვის დეტალური გეგმა დაკონკრეტებული არ არის.
საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმ ფონზე მოექცა, როდესაც მთავრობის კანცელარიის წინ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთ თვეზე მეტია, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც ღამეებს ღია ცის ქვეშ ათენებენ, პოლიცია არც კარვის გაშლის უფლებას აძლევს და პლედების შეტანასაც კი უკრძალავს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საჭიროებებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ „ბიუჯეტი ხალხის ფულია“ და ის „რაციონალურად უნდა გაიხარჯოს“.
