მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინადადება წარუდგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
ირაკლი კობახიძის მიერ 20 აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულებით, ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან დატოვებს.
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად 6 წლის წინ, 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. კანონის მიხედვით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურისათვის 4 წელია.
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დანიშვნამდე ორი წლის განმავლობაში ზურაბ პატარიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
სხვადასხვა დროს პატარიძე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთსა და თურქეთში, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ სალონიკში და საქართველოს საელჩოს კონსული რუსეთის ფედერაციაში.
