საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას გურიაში ჯამში 2982 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 12 მარტის ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას ოზურგეთის სოფელ ზემო ნატანებში 929 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში კი - 849 კვ.მ. გარდა ამისა, საპატრიარქომ ჩოხატაურის სოფელ გუთურში მდებარე 345 და 859 კვ.მ. მიწის ნაკვეთები მიიღო.
მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში საპრივატიზაციოდ დადგენილი თანხა, ერთი ლარი გადაიხადოს.
ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები გურიის ეპარქიის შემადგენლობაშია. ეპარქიას მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) უდგას სათავეში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 62 კვ.კმ.-ზე მეტ მიწას ფლობს. საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით ფინანსდება.
