„საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოვითხოვთ ყვლა სხვა სახელმწიფო უწყებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა საჯარო მთავრობის ის განკარგულებები, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოხდა და აღნიშნულ განკარგულებებს მთავრობა დღემდე არ ასაჯაროებს.
„ის, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ ამას გიდასტურებთ, ეს იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, თქვენ ამ ინფორმაციას მიიღებთ ხოლმე. მეორე ნაწილში არ დაგეთანხმებით, არავის არაფერი არ უფორმდება ხოლმე, უბრალოდ, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების განკარგვის ან განკარგვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან და ქვეყნის ინტერესებიდან, ასე რომ ეს მომენტი, მოდი, დავაკონკრეტოთ, რაც შეეხება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, დიახ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად თქვენ ინფორმაცია სრულად გექნებათ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე, დახურული უწყება იყო. მთავრობის ადმინისტრაცია არ გასცემდა საჯარო ინფორმაციას, არა მხოლოდ 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონების თაობაზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა.
გასული წლის განკარგულებების 23% – 531-დან 122 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა.
