პოლიციამ „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავა. ნაკაიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის დაწყებული - მას ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრის მიმართ გაუპატიურების მცდელობასა და მუქარაში ადანაშაულებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„მთავარი არხი“ ტელეწამყვანის დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა. არხის ინფორმაციით, 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.
ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი“ ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას.
ტელეკომპანია გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.
ლაშა ნაკაიძე 16 აგვისტოს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემულია 4313 შემაკავებელი ორდერი. რეგისტრირებული შემთხვევებიდან 1094 არის ფიზიკური ძალადობა, 3988 ფსიქოლოგიური, 86 ეკონომიკური, 39 იძულება, 20 უგულებელყოფა. ერთ რეგისტრირებულ შემთხვევაზე ერთდროულად შესაძლოა იყოს ორი ან სამი სხვადასხვა სახის ძალადობა.
2021 წელს ქვეყანაში ოჯახში ძალადობის 9376 შემთხვევაა რეგისტრირებული.
