პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ოპოზიციას მოუწოდა, აღიაროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
„დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება, ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მან თქვა, მმართველ პარტიას „ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი“ აქვს და „60%-იან ხმებს“ ელოდება.
„ამას გვეუბნება სოციალური კვლევები და კარდაკარის მონაცემები. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკოს წარმოდგენილი არჩევნების შედეგები. ეს არის ერთ-ერთ პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის - ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა, დაიდება 60%-იანი შედეგი, შეეგუოს იმას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უთხრა მათ უარი.
ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ხმას ამ არჩევნებში და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ გვაქვს მაქსიმალური მობილიზაცია, სრული მობილიზაცია გვაქვს.
... მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ შეეგუოს და აღიაროს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები და არ გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2021, 2022, 2018 წელს და ა.შ. მოვუწოდებ ყველა პარტიას აღიაროს ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდება ცესკოს მიერ.
ცესკოს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც გაჰყვება ცესკოს. ჩვენ ვაღიარებთ ხალხის ნებას, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ ექნება 60%. ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი“, - განაცხადა კობახიძემ.
დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ.
